განათლების მინისტრმა მაია მიმინოშვილი და კიდევ 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

10 სექტემბერი 2018, 00:00 3773 ნახვა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე და პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

თანამდებობიდან ასევე გათავისუფლდნენ მინისტრის მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური. 

მინისტრმა 7 მოადგილიდან მხოლოდ 5  დატოვა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სისტემაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრს თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თამარ სანიკიძემ კი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა განათლების მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ დაიკავა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი