ნანუაშვილი მთავრობის სახელზე წერილს ამზადებს

15 აპრილი 2016, 00:00 3529 ნახვა

უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ადამიანის უფლებათა აკადემიური საბჭოს მუშაობა სამოქალაქო განათლების კუთხით. ომბუდსმენის განცხადებით, საბჭოს წევრებთან ერთად განიხილეს  როგორც წინა წლის რეკომენდაციების შესრულების საკითხი, ასევე მომზადდა ახალი რეკომენდაციები, რომლებიც 2016 წელს  პრიორიტეტული იქნება. უკვე ცნობილია, რომ  პრემიერ-მინისტრს სპეციალური წერილი გადაეგზავნება, რომელიც სახალხო დამცველის ინფორმაციით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში