ტოჩინოშინმა იაპონელი იოტაკაიამა ​დაამარცხა

10 სექტემბერი 2018, 00:00 2634 ნახვა

ტოკიოში, აკი ბაშოს მეორე სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა. ქართველმა სუმოტორიმ ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონელი იოტაკაიამა დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა და მეორე გამარჯვება მიითვალა. 

შემოდგომის ბაშოზე ლევანს რანგის (ოძეკი) შესანარჩუნებლად, მინიმუმ დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) სჭირდება.

მეორე სატურნირო დღე წარმატებული გამოდგა თეიმურაზ ჯუღელისთვისაც (გაგამარუ), რომელიც ჯურიო ლიგაში ასპარეზობს. გაგამარუმ იაპონელი რიკიში აკუა დაამარცხა. ამ მომენტისთვის მას შეხვედრების ბალანსი 1:1-ზე აქვს.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში