ტრაპზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთის დაბა ქემალფაშაში, ტრაილერის მძღოლი, საქართველოს მოქალაქე ზღვაში დაიკარგა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი 13:30 საათზე ჩავიდა ზღვაში და იქ მყოფი მძღოლების განცხადებით, დაიკარგა.
„ინფორმაციის მიღებისთანავე კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამაშველო სამსახურებთან„ - წერია საკონსულოს განცხადებაში.
ხოფის გამგებლის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან ქართველი და თურქი სამაშველო სამსახურები.