ტოჩინოშინმა აკი ბაშო მოგებით დაიწყო

09 სექტემბერი 2018, 00:00 2682 ნახვა

აკი ბაშო დაიწყო და ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) პირველივე შეხვედრა მოიგო. მისი მეტოქე მეორე მაეგაშირა, იაპონელი ჩიოტარიუ იყო.

 გორგაძემ ჩიოტარიუ დოჰიოდან ძალიან მარტივად, იორიკირის ილეთით გადაიყვანა და შემოდგომის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. 

შეგახსნებთ, ქართველი სუმოტორი კადობანშია ჩაყენებული და მას მიმდინარე ბაშოზე აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი, რომ რანგი (ოძეკი) შეინარჩუნოს. 

რაც შეეხება მეორე ქართველ სუმოტორის - თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), მან ჯურიო ლიგის პირველ შეხვედრაში, ბრძოლა იაპონელ ჰაკუიოძანთან დათმო.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში