ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი დასრულდა

09 სექტემბერი 2018, 00:00 1447 ნახვა

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი  დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა ღონისძიება შეაჯამეს. 6 დღის განმავლობაში  მოეწყო გასვლითი ტურები  კოლხეთის ეროვნულ პარკში, სადაც მოხალისეებს და მეცნიერებს ფრინველების გადაფრენის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ.

წელს ფესტივალში  25 ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი მეცნიერი, მოხალისე და ეკოტურისტი მონაწილეობდა.  აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება და მიზანი,  აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებაა.

ამავე კატეგორიაში