შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.
ტალღების სიმაღლე პერიოდულად, 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაში შესვლა ხვალ 10 საათამდეა აკრძალული.