ფინანსთა სამინისტრო: „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიას 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება“

07 სექტემბერი 2018, 00:00 2010 ნახვა

„ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სადაც ვკითხულობთ - „„ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი“. სამინისტრო განმარტავს რომ დავალიანების ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. დავალიანება 2015 წლიდან ირიცხება. სამინისტრო ირწმუნება რომ ეს საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც 50 მილიონზე მეტი ვალი ერიცხება ბიუჯეტის წინაშე. მათივე ცნობით არაერთხელ გადაუვადეს თანხის გადახდის თარიღი და გადაუნაწილეს თანხაც, თუმცა გადამხდელის მიერ გადახდის პირობების დარღვევის გამო, დაწესებული გრაფიკი გაუქმდა.“

იძულებითი ღონისძიებების გადავადების მიუხედავად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანების შემცირების ნაცვლად, განაგრძო დავალიანების ზრდა, რის გამოც შემოსავლების სამსახური იძულებული გახდა გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული ღონისძიებები“- ნათქვამია განცხადებაში. თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი