წყლის რეზერვუარი სადავო საკუთრებაში

07 სექტემბერი 2018, 00:00 1993 ნახვა

120 ათასი ლარის დახარჯვის მიუხედავად, უკვე ერთი წელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში ასამდე ოჯახს წყალი შეფერხებით მიეწოდება. მოქალაქეები გაუსაძლის პირობებსა და საბიუჯეტო თანხის ფუჭად ხარჯვაზე საუბრობენ, ადგილობრივ მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ ამ თანხით სისტემა გამართეს, წყლის მიწოდებას კი ერთი ოჯახი აფერხებს, რომელიც მილებს თვითნებურად კეტავს.

ეს მართლაც ასეა. ლამზირა ესელიძე სახელმწიფოს კომპენსაციას სთხოვს - ამტკიცებს რომ მილები მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა გაყვანილი. ირინე წუწუნავა არკვევდა საქმის დეტალებს, რომლის გამოც რეალურად ათობით ოჯახს არ აქვს წყალი, თუმცა მისი მოგვარება საკუთარი ძალებით ადგილობრივმა მთავრობამ ვერ შეძლო. ხელვაჩაურის მერია ახლა პროცესში სამართალდამცველების ჩართვას აპირებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი