გასული კვირას, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციის მომატება დაფიქსირდა, რომელიც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტო ქალაქის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს, ავტომატური სადგურები ბათუმის რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული. სააგენტოს მონაცემებით, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული სხვა ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა.
ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის. აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელბის გაზრდას ყველაზე მეტად ხელს უწყობს ტექნიკურად გაუმართავი და მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავის არასრული წვა. ჰაერს დაბინძურებას იწვევს სოფლის მეურნეობის დარგები და სამრეწველო ობიექტებიც.
სხვადასხვა ნივთიერების კონცენტრაცია განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის, მოხუცებისთვისა და გულსისძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის.
დაბინძურება მარპოვოცირებელია ისეთი დაავადებების, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რესპირატორული დაავადებები, ბრონქიტი, პნევმონიები, ალერგიული დაავადებები, ფილტვის კიბო, ცვლის სისხლის ფორმულას, აზიანებს კანსა და ლორწოვანს.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.