ტელეკომპანია „იბერია“ დახურვის საფრთხის წინაშეა

07 სექტემბერი 2018, 00:00 2018 ნახვა

 ტელეკომპანია  „იბერია“  მუშაობის  საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. არხის  საინფორმაციო სამსახურის უფროსის,   ვახო ხუზმიაშვილის განმარტებით, ტელევიზიის მთავარი დამფინანსებელი კომპანია , „ომეგა ჯგუფი“ პარალიზებულია. ტელევიზია სახალხო დამცველისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მხარდაჭერას ითხოვს. 

ტელევიზიის მფლობელი შექმნილ ვითარებას  მედიაზე ზეწოლად აფასებს. ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ იგი  პრობლემის მოგვარების მიზნით სხვა ქვეყნების გამოცდილებას  გაეცნობა. შეგახსენებთ,  ტელეკომპანია იბერია   მუშაობის საგანგებო რეჟიმზე წელს უკვე მეორედ გადავიდა.  პროფესიული საქმიანობის შეფერხების მიზეზი ამჯერადაც  დაფინანსების წყაროა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი