რუსეთიდან მომდინარე ''რბილი ძალა'' საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს - პრემიერ მინისტრი

07 სექტემბერი 2018, 00:00 2143 ნახვა

უკვე მესამე დღეა აქტიურად განიხილება თბილისში ჩატარებული ფორუმი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა და რომელშიც პრო-რუსული მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. მამუკა ბახტაძის განცხადებით საქართველოს სჭირდება მექანიზმები პრორუსული პროპაგანდისგან დასაცავად, თუმცა, ამასთან იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთიდან მომდინარე „რბილი ძალა“საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი ქვეყნის ხელისუფლებას სტრატეგიისა და ბრძოლის მექანიზმების არარსებობაზე მიუთითებენ. ამბობენ რომ ქვეყანამ არ იცის როგორ უნდა ებრძოლოს რუსული ჰიბრიდული ომით გამოწვეულ საფრთხეებს, რომელიც სუს-ის ანგარიშშიცაა ნახსენები. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში