გუშინ ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე ხე წაიქცა და ავტომობილი დააზიანა. ფიჭვის მოზრდილი ტოტები, სასტუმრო შერატონის მიმდებარედ დაპარკინგებულ ავტომობილს დაეცა.
შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია მსუბუქი ავტომობილი.
ადგილზე, გუშინ ღამითვე მივიდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ბულვარის აგრონომები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გადაბელეს მოტეხილი ხეები, ხოლო წაქცეული მრავალწლოვანი ფიჭვი გაიტანეს ტერიტორიიდან.