როგორ უნდა ვიმუშაოთ მასობრივი და ტოტალური ტყუილს წინააღმდეგ, რუსეთის საპრეზიდენტო ფონდის მიერ დაფინანსებული მასტერკლასი რუსული მედიაფორუმის ფარგლებში - არ ჩატარდება. მიზეზი გახდა ის, რომ ტრენერი საქართველოში არ შემოუშვეს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალისტი სკაიპის საშუალებით ჩაერთოს ღონისძიების მონაწილეებს.
რუსი ჟურნალისტი დიმიტრი კასინევი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია პარალელის გავლება მის მიერ დასახელებულ საკითხებსა და რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ეს მედია ფორუმი ვლადიმერ პუტინის მიერ იყო დაფინანსებული, თუმცა ამ ინფორმაციის ცოდნის შემთხევაში ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. სამდღიანი მედია ფორუმი საქართველოში დღეს დასრულდება.