ნატოს  მორიგი  მხარდაჭერა საქართველოს

06 სექტემბერი 2018, 00:00 1673 ნახვა

,,ჩრდილოატლანტიკური ალიანსი"   პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს საქართველოს და მიესალმება საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს“-ეს განცხადება  ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ნატო-ს შტაბბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გააკეთა.  ნატო-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეებმა განიხილეს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა  და ე.წ.სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და მშვიდობის მიღწევის ძალისხმევა.

ნატო-მ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების -აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლად აღიარება. „ქართულმა დელეგაციამ ალიანსს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის  სამხედრო წვრთნებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი