საგამოძიებო კომისიის დასკვნას კენჭს დღეს უყრიან

05 სექტემბერი 2018, 00:00 1314 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის უმრავლესობა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.  „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, მკვლელობის შემდეგ, მაშინ როდესაც რეალურად საგამოძიებო მოქმედებების უმრავლესობა ჩატარებული არ იყო, გიორგი გახარიამ პირველ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ დადგენილი და დაკავებული იყო საქმეში მონაწილე ყველა ფიგურა და სამძებრო ღონისძიებები შეწყდა.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, კომისიის უმრავლესობის მტკიცებით, თეა წულუკიანმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა შოთაძესთან მიმართებით, რაც აღიქმება, როგორც პირდაპირ ხელის დაფარება ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც  ჩადენილი იყო გამოძიების პროცესში. უმრავლესობის წარმომადგენლები კი საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი