მძღოლების პროტესტი. 32 ნომერი მიკროავტობუსების შემდეგ 29 ნომერი სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილმა დღეს დილით მუშაობა დროებით შეაჩერა. ისინი ძველ სამარშრუტო ხაზზე დაბრუნებას ითხოვენ. ახალი სქემა მათთვის მიუღებელია, რადგან მარშრუტი რადიკალურად შეცვლილია. გორგილაძის ქუჩის ნაცვლად ისინი პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე მოძრაობენ.
მათი განცხადებით, გუშინ 700 ხელმოწერა შეაგროვეს და მერიას წარუდგინეს. მოთხოვნებს უერთდება მოსახლეობა. მათი თქმით, თამარის დასახლებიდან ცენტრალურ ქუჩებზე მოხვედრა 29 ნომრით უკვე შეუძლებელია, რაც მათ მგაზვრობის ხარჯებს აორმაგებს. მერიის წარმომადგენლები მძღოლებს შეხვდნენ. ისინი ამბობენ, რომ გააგრძელებენ ახალი სატრანსპორტო ქსელის მონიტორინგს, გაითვალისწინებენ თუ არა მძღოლებისა და მოსახლეობის მოთხოვნებს კვირის ბოლომდე გაირკვევა.