ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, ბათუმში სიმამრმა წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილ სიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.