ხულოში, ხანძრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა და ახლოს მდებარე სახლებზე მალევე გადავიდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ამ ეტაპზე კი ხანძარი ლიკვიდირებულია.
დამწვარია 250 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი, ასევე, დამხმარე ნაგებობები.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა