მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა - საგამოძიებო კომისია

03 სექტემბერი 2018, 00:00 1390 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. მასში ნათქვამია, რომ მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ საქმე ტენდენციურად წარიმართა.  მირზა სუბელიანის შვილის  მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დარღვევებს შორის კომისია განსაკუთრებით გამოყოფს,  შემდეგ ფაქტებს, რომ  გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსია და მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში.

კომისიის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი და დადგენილი არ არის ფარდულის ზუსტი ზომები.  დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელ ფიგურანტს - მ.კ.-ს ხელშ ეჭირა ნივთი, რომელსაც ფარდულში ჩხუბის დროს ურტყამდა დავით სარალიძეს, თუმცა  პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს დეტალი. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სულ ორი დასკვნა მოამაზადა.

  პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საგამოძებო კომისიის სხდომას რამდენიმე წუთის წინ შეუერთდნენ უმრავლესობის წევრები.ისინი დღევანდელ სხდომაზე საკუთარი დასკვნის წარდგენას აპირებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, გამოძიების ფარგლებში პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა.

ამავე კატეგორიაში