ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. დღეს კი დილის სესია ქიმიასა და ხელოვნებაში ჩატარდა. ბათუმის საგამოცდო ცენტრში, სადაც 8 სექტორი იყო გახსნილი, 84 რეგისტირებული აბიტურიენტიდან მხოლოდ 2 არ გამოცხადდა. ცენტრის ადმინისტრატორის განცხადებით, დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, წელს გამოცდები მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.