რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არავის დავეკითხებით, ვიყიდოთ თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა

02 სექტემბერი 2018, 00:00 3680 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით თურქეთი არავის დაეკითხება იყიდოს თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო  სისტემა С-400. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირგიზეთის დედაქალაქში ბიზნეს - ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პარასკევს  თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ს მხრიდან ზეწოლისა, თურქეთი მოკლე პერიოდში იმედოვნებს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის მიღებას. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი ნატო-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება. აშშ-ს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი