დაზიანებული კონსტრუქცია, წვიმის დროს წყლით დატბორილი მოედანი და მობალახე პირუტყვი- ასე გამოიყურება შუახევის საფეხბურთო სტადიონი. მერია მოედნის რეაბილიტაციას ორ ეტაპად გეგმავს.
პროექტის მიხედვით, მოედანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაფართოვდება,რისთვისაც 46 ათასი ლარია გათვალისწინებული, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე კი დაზიანებული კონსტრუქცია და მწვანე საფარი შეიცვლება, სამუშაოების ღირებულება 55 ათასი ლარია.