3-4 სექტემბერს საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ოფიციალურად გაიხსნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ.
მოსწავლეებს შესაბამისი საკონკურსო პირობებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან არჩევენ. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე შერჩეულია 30 მოსწავლე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იოჰანეს ჰანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.