სიახლე საბანკო სისტემაში

01 სექტემბერი 2018, 00:00 1011 ნახვა

დღეიდან,  სესხზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება.  თუ 12-თვიანი სესხის მოცულობა 1 000 ლარია, წლიური 100-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, თვეში გადასახდელი თანხა დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში კი, 99.5 ლარი იქნება.მთლიანობაში, მომხმარებელს 1 380 ლარის ნაცვლად, 1 194 ლარის გადახდა მოუწევს.

ანუ შეღავათი 186 ლარი იქნება. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ძირითადად, მოკლევადიან და მაღალრისკიან სესხებზეა.

ამავე კატეგორიაში