მოდური ფასონები, ყიდვა გაყიდვის კანტორა - ძველ ბათუმში, ქუჩებში განთავსებული ობიექტები ძველი აბრებით შეიფუთა. ძველი ბათუმი დღეს ასე გამოიყურება.
თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წლისთავს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.
ბათუმობასთან დაკავშირებით, ძველი ქუჩები გადაიკეტა და მე - 19 საუკუნის იერსახე მიიღო. ქუჩებში იქნება გამოფენილი სამუზეუმო ექსპონატები, ივკის ფაეტონი და ცხენები.
გაიყიდება ქვიშაზე მოდუღებული ყავა და ყოველ ერთ საათში გაცოცხლდება სხვადსხვა ფოტოს ისტორია.
უფრო დეტალურად გაეცანით, რომელ ლოკაციაზე რა ღონისძიებაა დაგეგმილი.