რიგი იყო სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს - ქვეითებისთვის საზღვრის კვეთა განსაკუთრებით გართულებული იყო გუშინ და დღეს. მგზავრები ამბობენ რომ ამის სავარაუდო მიზეზი სისტემის გარკვეული პერიოდით გათიშვა და მებაჟე-პოლიციელთა სიმცირეა, რის გამოც ვერ ესწრება ქვეითების სწრაფი გატარება. ამაში მგზავრებს არ ეთანხმებიან ბათუმში თურქეთის საკონსულოში.
აქ ამბობენ რომ რეალურად მოქალაქეების გატარების პრობლემა რელიგიურ დღესასწაულს და თურქეთში არსებულ დასვენების დღეებს უკავშირდება, რის გამოც ბევრი ტურისტი შემოდის საქართველოში - საკონსკულოს ცნობით 36 ათასზე მეტი ვიზიტორი ფიქსირდება დღეში. გადატვირთულ საბაჟოზე არასაკმარისი ვენტილაციის გამო მოქალაქეებს ხშირად უხდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.