ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე ხანძარია /პირდაპირი/

31 აგვისტო 2018, 00:00 8216 ნახვა

გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ხანძარია.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა. კორპუსიდან მოქალაქეები დროებით გამოიყვანეს. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება. 

 

თაყაიშვილის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საცხოვრებელ სახლთან ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც მივიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ფოტო: თეკლა მჭედლიძე

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი