ხაშურში ხანძარი ლოკალიზებულია

31 აგვისტო 2018, 00:00 1494 ნახვა

ხაშურში, სოფელ ცედანში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე დარჩენილია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. უწყების ცნობით, დილიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი.

ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა. ტყის ხანძარს სოფელ ცედანში ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ.

ამავე კატეგორიაში