საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

30 აგვისტო 2018, 00:00 1910 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ისინი  მცხეთის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.   გათავისუფლებულ ახალგაზრდებს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ორი დღის წინ დააკავეს.  სუს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია და მოქმედებდა  იყო ცხელი ხაზი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი