ხაშურში, სოფელ ცედანთან ხანძარია. იწვის ფოთლოვანი ტყის საფარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 220 მეხანძრე-მაშველი და 12 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა მუშაობს.
ამ დროის მონაცემებით, 10 ჰა-მდე ფართობია დამწვარი.
ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური.
ხაშურში ხანძარი გვიან საღამოს გაჩნდა.
პირველი ფოტომასალა ხანძრის ეპიცენტრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.