გერმანიის კანცლერის ვიზიტი იყო ერთ ერთი საკითხი, რომელზეც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. პრემიერი განცხადებით, განცხადებით, გერმანიის კანცლერის ვიზიტმა ახალ დონეზე აიყვანა ქართულ-გერმანული ურთიერთობები და ამავე დროს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაცხადდა გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, პრემიერის თქმით, პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, წარმატებით შედგა ეკონომიკური თანამშრომლობაც.
ანგელა მერკელი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ჩამოვიდა. გერმანიის კანცლერი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.