თურქული ფრეგატის ვიზიტი და ოფიციალური მიღება გემზე

04 აპრილი 2016, 00:00 5984 ნახვა

არჩილ ხაბაძემ სამხედრო ფრეგატის ეკიპაჟს უმასპინძლა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქული სამხედრო გემის მეთაურს და ეკიპაჟის წევრებს შეხვდა. სამხედრო ფრეგატი ბათუმში "ზღვის ვარსკვლავი 2016" წვრთნების ფარგლებში იმყოფება. სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. გემი ბათუმის პორტში ორდღიანი მეგობრული ვიზიტითაა შემოსული. გემზე მოგვიანებით ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის პირველ პირთან ერთად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მიღებას გემზე რეგიონის ოფიციოზთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ერთობლივი წვრთვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში