ხვალიდან წინასაარჩევნო კამპანია - აგიტაცია იწყება. კანონმდებლობის თანახმად, ამ პერიდოში აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.
ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, გარკვეული ვალდებულებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. მათ შორის შენობა-ნაგებობების გამოყოფაზე, რომელიც თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული ყველა კანდიდატისთვის..საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო მეთაური ეყოლება.