სარჩელი მაჟორიტარულ ოლქებზე არ დაკმაყოფილდა

21 ივლისი 2016, 00:00 2901 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარლამენტის 42 დეპუტატის სარჩელი „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. სადავო იყო მაჟორიტარული ოლქების ახალი საზღვრები. სარჩელსი ავტორების აზრით, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა თანაბრად არ არის გადანაწილებული, საზღვრები კი ისეა განსაზღვრული, რომ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შესაძლებლობას უზღუდავს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის, საარჩევნო ოლქების საზღვრების ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამასთანავე ცესკოს მიერ ცალკეული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის უფლებამოსილება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. პლენუმის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი