გერმანიის კანცლერი დღეს დილით შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს შეხვედრაზე ითქვა, რომ გერმანია მზად არის დაუჭიროს მხარი „ოთხოზორია - ტატნუაშვილის სიას“ და სანქციებს.
ოპოზიციის წევრების განცხადებით ისინი კანცლერს ესაუბრნენ საქართველოში, მათი შეფასებით, არსებულ ოლიგარქიულ მმართველობასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე. შეხვედრას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.