ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დღესასაწულთან დაკავშირებით, საქართველოსთან ე.წ. საზღვარს სამი დღის განმავლობაში ჩაკეტავს - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, 24 აგვისტოს 20:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პუნქტებზე დროებით შეჩერდება მოქალაქეების გაშვება“- ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, აღნიშნული პუნქტები მუშაობას 27 აგვისტოს დილის 6 საათიდან გაანახლებენ.