სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა შუახევში. შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორულ_ქორეოგრაფიული ნომრებით მუნიციპალიტეტის სკოლებში არსებული გუნდები წარსდგნენ. ოლიმპიადა სამ ეტაპად ჩატარდება, გამოვლინდება 14 გამარჯვებული. საუკეთესოებს 12 წევრიანი ჟიური შეაფასებს. პროექტს, აჭარის განათლების სამინისტრო უკვე ხუთი წელია ახორციელებს.