ენერგო-პრო ჯორჯია  ბახმაროსა და ბეშუმის ელექტროქსელის ბალანსზე აღებას გეგმავს

20 აგვისტო 2018, 00:00 2115 ნახვა

ენერგო-პრო ჯორჯია ბახმაროსა და ბეშუმის ელექტროქსელის კომპანიის ბალანსზე აღებას გეგმავს. კომპანია კურორტებზე ელექტრომომარაგების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კურორტებზე  გამანაწილებელი ელექტროქსელები მძიმე მდგომარეობაშია, და რომ  უსაფრთხოების ნორმები მოსაყვანია არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ელექტროქსელის კომპანიის მფლობელობაში გადმოსვლის შემდეგ, დაიგეგმება ყველა ის ღონისძიება, რაც საჭიროა ინფრასტრუქტურის გამართვისა და ქსელის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი