ეროვნული გვარდიის ოცეული აფრიკიდან დაბრუნდა

20 აგვისტო 2018, 00:00 1844 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, და  ეროვნული გვარდიის მეთაურმა მშვიდობისმყოფელებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით, მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მონაწილეობდა.

მშვიდობისმყოფელებმა მისიის წარმატებით შესრულებისთვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მადლიერების ეროვნული ორდენი და ღირსების ვარსკვლავი მიიღეს. ოცეულის ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიებში 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში აისაფი და არსიემი მისიებში მონაწილეობენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი