„ბახმარო ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება კი ტიპური და არა ქაოსური“- ასეთია მომავლის გეგმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გეგმის ექსპერტიზას ავსტრიელი სპეციალისტები ჩაატარებენ, რათა ეს უნიკალური კურორტი, საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დაპროექტდეს.
მთავრობაში ვარაუდობენ, რომ უმოკლეს ვადებში გადაწყდება კურორტზე არსებული ორი მთავარი პრობლემა: ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების საკითხები. დღეს ცნობილი გახდა , რომ მალე ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება.