კემპინგი აკრძალულ ზონაში

18 აგვისტო 2018, 00:00 4622 ნახვა

ქობულეთში წელს განსაკუთრებით ბევრი ისეთი ტურისტი შეინიშნება, რომლებიც დასვენებისთვის უპირატესობას კარავს ანიჭებენ. კარვებია გაშლილი ე.წ. ფიჭვნარსა და ცენტრალურ პარკთან ახლოს. ისევე როგორც ბათუმში, ზღვისპირა პარკის მიმდებარედ კარვის გაშლა წესით აკრძალულია ქობულეთშიც, თუმცა ამ ეტაპზე მერია  მკაცრ  კონტროლს არ მიმართავს და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.

ამ ტერიტორიებზე არც ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. კემპინგისთვის აჭარაში ფასიანი ადგილებია გამოყოფილი, მათ შორის ქობულეთშიც, ასევე მტირალას, მაჭახელასა და კინტრიშის ხეობებში. კემპინგისთვის ადგილები 4 თვეში უნდა მოწესრიგდეს ქედასა და შუახევშიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში