ქობულეთში, სოფელ წყავროკას მცხოვრებლებმა ბათუმი ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს

18 აგვისტო 2018, 00:00 10549 ნახვა

ქობულეთელი ფერმერების  აქცია სოფელ წყავროკაში. ისინი მთავრობას გაფუჭებული თხილის კომპენსაციასა და საფინანსო ორგანიზაციებთან შუამდგომლობას თხოვენ. როგორც ფერმერები ყვებიან თითქმის ყველა ოჯახი სესხით სარგებლობს, თხილის მოსავლის იმედად აღებული კრედიტის დაფარვას კი ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეებმა   წყავროკის ცენტრში საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით  გადაკეტეს და 23 აგვისტოს აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დააანონსეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა , რომ  პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრი მუშაობს, ტიტე აროშიძეს თქმით  კი  საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება, რაც შეეხება კომპენსაციებს ,ფერმერებს ფულადი კომპენსაციები არ დაურიგდებათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი