ისრაელის ელჩი აჭარაში

18 აგვისტო 2018, 00:00 1534 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში შაბთაი ცურს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო- ისრაელს შორის თანამშრომლობას, რეგიონში ისრაელიდან ტურისტების რაოდენობის ზრდასა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ელჩმა საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ისრაელში ჩატარებულ სარეკლამო აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აღნიშნული აქტივობები დადებითად აისახება ისრაელში აჭარის იმიჯზე. ისრაელი შედის ტოპ ხუთეულში, საიდანაც აჭარას ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. 7 თვის მონაცემებით, ისრაელიდან აჭარაში  საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა  56%-ითაა გაზრდილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი