ბათუმის ხელოვნების ცენტრში ვახტანგ კიკაბიძის საიუბილეო საღამო გაიმართა. ქართველმა მომღერალმა მსმენელისთვის საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი ქართული და რუსული სიმღერები შეასრულა. საიუბილეო კონცერტზე მსმენლის უმრავლესობა ქალაქის სტუმრები იყო. კონცერტზე ასევე იმღერეს თამარ გვერდწითელმა, ნინო ქათამაძემ და ლიზა ბაგრატიონმა. კონცერტი ცნობილ ქართველ მომღერალთა იმავე შემადგენლობით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში დღესაც გაიმართება.