ბრიფინგი საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ

20 ივლისი 2016, 00:00 3293 ნახვა

შუახევის საკრებულოში - ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძის ინფორმაციით, სამი წელია დაბის ცენტრალური გზა ავარიულ მდგომარეობაშია, საკითხი საკრებულოს სხდომაზეც არაერთხელ დაისვა, თუმცა ადგილობრივ გამგეობას შესაბამისი უწყებისთვის არც ერთხელ არ  მიუმართავს. გამგებლის მოადგილის განმარტებით, მონაკვეთი საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება, უწყებას არა ერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი