სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა ქართული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს, რომელიც საზღვრის კვეთას ეხება. მათი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვებს ძირითადად თურქეთში ახორციელებენ, თვე ნახევარია კი იქ გადასასვლელად შესაბამისი ნებართვის აღებას ვერ ახერხებენ. მძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
მძღოლებს დღეს აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. ალექსანდრე დავითაძის განცხადებით, პრობლემა ავტომობილთა 20-25-თ პროცენტიანმა ზრდამ გამოიწვია. მისივე განმარტებით, საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.