დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, პარლამენტის ბიურო საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტის მიზნით დაინიშნა, რომელიც საშემოდგომო სესიის გახსნას უკავშირდება. საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა კი დაგეგმილი არ არის.