ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.56 ლარი ღირს

14 აგვისტო 2018, 00:00 4000 ნახვა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. სავალუტო ჯიხურებში ამერიკული დოლარის კურსი დილიდან 2.6 მეათედი ლარის ნიშნულის ფარგლებშია. ამერიკული ვალუტის შეძენა 2.62-2.64 ლარად არის შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.56 ლარი ღირს. პირველ აგვისტოსთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 12 თეთრით გაუფასურდა.

ექსპერტები ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზად თურქეთსა და რუსეთში არსებულ ვითარებას ასახელებენ. თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, რასაც  საქართველოზეც აქვს გავლენა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი