დახარჯული 25 მილიონი ლარი და გაუმართავი სანიაღვრე არხები - ნაციონალური მოძრაობა ირწმუნება, რომ ბათუმის წყალი საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს და პარტიაში კომპანიის კორუფციულ ნიშნებზე საუბრობენ.
ბათუმის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან მირდატ ქამადაძე საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ საგანგებო სხდომა მოიწვიოს და მოთხოვოს ბათუმის წყლის მენეჯმენტსა და ქალაქის მერს პასუხი კითხვაზე - რატომ ვერ მოწესრიგდა დახარჯული მილიონობით ლარის მიუხედავად ქალაქში სანიაღვრე არხები და რატომ იტბორება უამინდობისას ქუჩები. ბათუმის წყალში საპასუხო კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავენ.